შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დუმილი

შოთა ვეკუა 7 წლის წინ
დუმხარ და დღემდე ეს დუმილი ამსხვრევს დარაბებს,
წვიმის წვეთებზე მძაფრი ხმა გაქვს, სწორედ ამიტომ
არ გთხოვ პასუხებს, მაშინ, როცა ვამბობ არაფერს,
თუმც უპასუხოდ ნურასოდეს ნურას დამითმობ.

ოქტომბრის საათს უკუღმართი ისრებით ვადგენ,
გატყობ მიდიხარ, რადგან გხედავ ხელში ჩანთიანს,
თვალცრემლიანი მეუბნები, რომ უნდა ავდგე
და უშენობით შევეგებო ახალ განთიადს.

სითბოშეჩვეულ ხელებიდან დარჩა სიცივე,
მზეშემოხვეულ აივანზე უკვე შენმა ხმამ
შეწყვიტა რეკვა, რადგან გახდი სულის სიმცირე
და მეც ტკივილი ღვინოსავით მწარედ შემახმა.

ცაზე ღრუბლებმაც იგალობეს წილი თავისი,
ფსიქოპათია ახლა უფრო მეტად მაწუხებს,
გისვამ შეკითხვებს, მერამდენედ, აბა რა ვიცი?!
შენ კი დუმხარ და ისევ არ მცემ ურჩად პასუხებს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →