შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მომატრება

შოთა ვეკუა 6 წლის წინ
როგორ ყვავიან ატმის რტოები,
შენც შეიხსენი მკერდთან ღილები,
ვსხედვართ ცალ-ცალკე განმარტოებით,
სიშორისაგან განაწბილები.

თბილი ქარივით არაფრისმომტან
ლამის უძრაო საათს დავყურებ,
მგონი სიჩუმე ამაღამ მომკლავს,
შენ კი სიცოცხლის ცრემლებს მაპკურებ.

ფანჯრების მიღმაც ვხედავთ ერთმანეთს,
სიტყვები კედლებს შორის გადიან,
ჩახუტება კი ტკბილი, ღმერთმანი,
მონატრებულზე უფრო ცხადია.

მწყრალი დღეები გვიცვლიან მზერას,
ამ უძრაობის არ ვართ მსურველი,
და საყელოზე, დაწინწკლულ პერანგს
ბოლო პაემნის ასდის სურნელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →