ჩანაწერი
Laravel
ილია ჭავჭავაძეს
მე შენს სიღრმეში დავინახე სიმაღლე შენი,
შუბლგადახნული, თმა ჭაღარა ოლიმპიელი,
შენ უგვირგვინო მეფე იყავ საქართველოსი.
ერის მესაჭე, სულიერი ღვთის სახიერი.
ვით მღაღადებლის ხმა უდაბნოში,
ღვთით მოვლენილი მქადაქებელი,
სიტყვით მართალი და ჭეშმარიტი,
საკუთარ ერის განმათლებელი.
იტვირთე ჯვარი საქართველოსი,
და მხნედ შეუდექ გილგოთის აღმართს.
ცხოვრების ეტლმა ცეცხლის კვესებით,
გადაუარა წამებით ჯვარცმას.
ქვეყნის სინოდმა აღასრულა თავისი ვალი,
წმინდად შეგრაცხა მოგნათლა როგორც მართალი,
შენა ხარ დიდი სულიერი ჩვენი მფარველი,
აწ და მარადის არ გაქრება შენი სახელი.
მე შენს სიღრმეში დავინახე სიმაღლე შენი
შუბლგადახნული თმა ჭაღარა ოლიმპიელი,
შენ უგვირგვინო მეფე იყავ საქართველოსი.
ერის მესაჭე სულიერი, ღვთის სახიერი.
შუბლგადახნული, თმა ჭაღარა ოლიმპიელი,
შენ უგვირგვინო მეფე იყავ საქართველოსი.
ერის მესაჭე, სულიერი ღვთის სახიერი.
ვით მღაღადებლის ხმა უდაბნოში,
ღვთით მოვლენილი მქადაქებელი,
სიტყვით მართალი და ჭეშმარიტი,
საკუთარ ერის განმათლებელი.
იტვირთე ჯვარი საქართველოსი,
და მხნედ შეუდექ გილგოთის აღმართს.
ცხოვრების ეტლმა ცეცხლის კვესებით,
გადაუარა წამებით ჯვარცმას.
ქვეყნის სინოდმა აღასრულა თავისი ვალი,
წმინდად შეგრაცხა მოგნათლა როგორც მართალი,
შენა ხარ დიდი სულიერი ჩვენი მფარველი,
აწ და მარადის არ გაქრება შენი სახელი.
მე შენს სიღრმეში დავინახე სიმაღლე შენი
შუბლგადახნული თმა ჭაღარა ოლიმპიელი,
შენ უგვირგვინო მეფე იყავ საქართველოსი.
ერის მესაჭე სულიერი, ღვთის სახიერი.
Laravel
კომენტარი
0