შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ზაურ თოლორდავას

მე თქვენს პიროვნულ თვისებებს,
შევადარებდი ილიას,
ეს თოლორდავა ზაური
მამულის ბრძენი შვილია.
ვით ავგაროზებს ვკრიფავდი,
მე თქვენს ლექსებში სიბრძნეებს,
ვცდილობდი, ჩავწვდე გონებით,
უკიდეგანო სიღრმეებს.
კოლხური წიაღებიდან ,
აღზევებული მგოსანი
მზიან ლექსებში გადმოგაქვთ,
აზრთა სალარო ფრთოსანი.
ხართ ნიჭიერი ოსტატი,
ბეჯითად ჭედავთ სტრიქონებს,
და თქვენი კალმით ნაჭედი
მჯერა,რომ დიდხანს იცოცხლებს.
ღრმად ეროვნული,ნასწავლი
მეცნიერების კორიფე.
თქვენს ნაკვალევზე დადიან.
ახალგაზრდები ყოველდღე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →