შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ტატო ბარათაშვილს

დაუბერა ზურგის ქარმა,
გამორიყა ვარსკლავი,
ამ ვარსკლავმა გააბრწყინა,
პოეზიის საყდარი.
თითქოს შფოთავს,ბორგავს მიწა
იშვა ქვეყნად გენია,
თან ჩამოჰყვა მზეს და მთვარეს,
თვით მუზებიჩ ეტრფიან.
შენ დატოვე დიდი კვალი,
შექმენ მთელი ეპოქა
შენი კალმისთ გაკვალული
შთაგონებად გვეყოფა.
ლექსი თითქოს თვითონ გწერდა,
ეთქდა გული დაჭრილი.
თითქოს ზეცას გაუტოლდა,
ბუმბერაზის აჩრდილი.
და მიაპობს დროის ზვირთებს,
ეს უკვდავი მერანი,
ღელავს სული ობოლი და
აგვაღელვა ყველანი.
საქართველოს ერგო წილად,
ერქვას ტატოს ქვეყანა,
შენისთანა ტიტანები
გაგვიმრავლოს ზეცამა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →