შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

/მეუღლეს/

მომხვიე ხელი,
სანამ შერჩათ ღაწვებს სინაზე,
სანამდე მახსოვს სანატრელი
შენი სახელი...
მომხვიე ხელი, არ გამიშვა ქარებთან ერთად,
რადგანაც მე ვარ,
მხოლოდ მე ვარ შენი საფერი...
მომხვიე ხელი,
მაგრძნობინე მიწის სიმძიმე,
შეუძლებლობა ფრინველივით
ცაში აფრენის...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →