შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

*** (ოქრომკერდით დაქარგული...)

ოქრომკერდით დაქარგული შენი ჩოხა,
ჩემი კაბა - ფარჩა ლურჯად დანისლული,
ქუჩა ხმელი,შარიშური ჩემი კაბის,
შენი ჩოხის ბოლოები აკეცილი
და ქამარში მაჭახელას ცივი ლულა.
ქუჩა ხმელი,
გზა არსაით,
ბინდი მრუმე,
თოხარიკით მოჯირითე შავრა ცხენი,
ჩემი კაბა - ფარჩა ლურჯად დანისლული,
ჩოხაც, მხოლოდ სურათებში დასარჩენად...
2010
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →