ჩანაწერი
Laravel
ვენეციური ჯებირი
ქარი სად ქრის,
როცა დაქრის,
სიო რომ ცემს
მაჯასავით.
•
ამ გრანდ კანალს და კალაპოტს,
ნისლად შურდა გვიანება.
და როს სივრცემ მზეს განაპობს
თავი აღარ მიანება.
ცისკარისგან
განაქურდმა
ჰპოვა ხსნა და
შოშმინებდა.
•
გულის გულში
ახმაურდა
და ლაჟვარდებს
მინებდა.
მომეხვია წელზე განცდა,
ბაროკოსი და ზღვა დამცდა,
უჩვეულოდ მიმიჩვია,
ჩამიჭედა, როგორც ტყვია.
•
ასე იქცა დღე ანდაზად,
პირველივე დღის ჯერზე,
როცა ხმა გაფიანდაზდა,
ვენეციურ ჯებირზე.
წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019)
ბმული: http://bit.ly/2VLQztF
როცა დაქრის,
სიო რომ ცემს
მაჯასავით.
•
ამ გრანდ კანალს და კალაპოტს,
ნისლად შურდა გვიანება.
და როს სივრცემ მზეს განაპობს
თავი აღარ მიანება.
ცისკარისგან
განაქურდმა
ჰპოვა ხსნა და
შოშმინებდა.
•
გულის გულში
ახმაურდა
და ლაჟვარდებს
მინებდა.
მომეხვია წელზე განცდა,
ბაროკოსი და ზღვა დამცდა,
უჩვეულოდ მიმიჩვია,
ჩამიჭედა, როგორც ტყვია.
•
ასე იქცა დღე ანდაზად,
პირველივე დღის ჯერზე,
როცა ხმა გაფიანდაზდა,
ვენეციურ ჯებირზე.
წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019)
ბმული: http://bit.ly/2VLQztF
Laravel
კომენტარი
0