შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

რამდენი ხანია

რამდენი ხანია, რამდენი ხანია,

არ მიტირია შენს მხრებზე დაღლილს,

რამდენი ხანია, რამდენი ხანია,

უშენო დღენი მაყრიან მარილს.

რამდენი ხანია, რამდენი ხანია,

გავყურებ ჩემს ჩრდილს, უშენოდ, რომ თვლემს,

რამდენი ხანია, რამდენი ხანია,

ვაგროვებ ოხვრით გამოცლილ ბოთლებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →