შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლენცოფას თასით

დაისადგურა სიჩუმემ ჩემში.

ენამ დაიწყო ძვლების ამოსვლა.

ორ ფაზას მიჩენს საღვთო თვალებში

ქანცგადაკრული ბრძოლით დაოსლა:

1. ვეღარ ვეხები საკუთარ სხეულს,

გული, საგულეს გონებით თენთავს,

შენ ვერ მიპოვი და გადაჩვეულს 

ვერ შეაბრუნებ საშენოდ ჩემს თავს.

2. ვერ შეაბრუნებ, რადგანაც სულ მე 

დანესტილი ვარ ლენცოფას თასით,

და ბიწიერი შეგრძნებებით მთქმელ

სხეულის ენას არ აქვს ანფასი.

ქანცგადაკრული ბრძოლით დაოსლა

ორ ფაზას მიჩენს საღვთო თვალებში:

1. ენამ დაიწყო ძვლების ამოსვლა.

2. დაისადგურა სიჩუმემ ჩემში.

წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019)
ბმული: http://bit.ly/2VLQztF
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →