შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვიდრე თვალი მიხელია

გენატრები ჩემით ნავნებს
და ისინჯავ გულის ჯიბეს.
შენი ქარი მაქანავებს,
და თვალებზე დამაბიჯებს,
რომ ნაბიჯებს დავუჯერო,
და წამოვყვე შენით ნაკვალს,
მე რა ვუყო ფიქრებს ჯერ, რომ
უშენობა შემოაკრავს.

ჩემი გარსი განაბზარი,
შენგან მიტოვებულია,
ეს გმინვაა, განა ბრაზი
შენს ფიქრებში, რომ უვლია.

სტრიქონები მელნიანი
მონატრებულ ცის ხელია.
მომიკითხე შენიანი,
ვიდრე თვალი მიხელია.

წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019)
ბმული: http://bit.ly/2VLQztF
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →