შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ხშირი სუნთქვა

ღამის წყვდიადს ისევ არღვევს,
ხშირი სუნთქვა ნაეკლარი,
და სიმშვიდის ურჩად დამრღვევს
ცხელ სხეულზე მიეკარი.

მიგიკარი და დაგღვარე
ვნების ტალღის მომენტებით
და სარკმლიდან თეთრი მთვარე
დაგვეფინა მომეტებით.

ნაოფლარი, დადაგული
ვკოცნი სხეულს მთრობიარეს,
რომლიდანაც ჩემი გული,
ხელახლა იმშობიარებს.

წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019)
ბმული: http://bit.ly/2VLQztF
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →