ჩანაწერი
Laravel
შენ
აქ,
აღარაფერი დაგვრჩენია
ჩიტების გარდა.
ბავშვობის გარდა.
გარდა წვიმების.
ისეთი ამინდია,
დალევაზეც გული რომ აგივარდება.
გახედე სივრცეს.
ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია.
ეს ცა.
ეს ბალახი.
ეს თვალებიც-
სითბოთი სავსე.
ჩვენ,ჩვენი თავები,
ერთმანეთის თვალებში გამოვამწყვდიეთ-
(ასე უფრო მშვიდად ვართ).
მზეს ნუ დატოვებ.
თმებზე მიიმაგრე.
და მივდივართ ასე.
ქვიშიან ნაპირს მივუყვებით ჩრდილოეთისკენ.
აღარაფერი დაგვრჩენია
ჩიტების გარდა.
ბავშვობის გარდა.
გარდა წვიმების.
ისეთი ამინდია,
დალევაზეც გული რომ აგივარდება.
გახედე სივრცეს.
ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია.
ეს ცა.
ეს ბალახი.
ეს თვალებიც-
სითბოთი სავსე.
ჩვენ,ჩვენი თავები,
ერთმანეთის თვალებში გამოვამწყვდიეთ-
(ასე უფრო მშვიდად ვართ).
მზეს ნუ დატოვებ.
თმებზე მიიმაგრე.
და მივდივართ ასე.
ქვიშიან ნაპირს მივუყვებით ჩრდილოეთისკენ.
Laravel
კომენტარი
0