შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქარწაღებულები #2

სანდრე 10 წლის წინ
გვირილები გამოაყარა ტანზე მინდვრებს,
უხდებაო ამბობდი და გეღიმებოდა.
შენ გიყვარს გვირილები,
დაგაქვს გულისჯიბით,
როცა მარტო გადიხარ სასეირნოდ
და გვიან ბურუნდები შინ.

წვიმა შენი ყველაფერია.
ხშირად მეუბნებოდი:
-ერთხელაც წვიმიან ამინდში ასფალტზე დამაწვინაო.
მტვრის სუნი გიყვარს.
ზღვის ხმაური.
ლურჯი მედუზები.

.
შენ დგახარ სახლთან.
კედლებჩამოშლილ სახლთან.
აქ ახლა ჩვენი ბავშვობა ცხოვრობს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →