შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

All alright

სანდრე 10 წლის წინ
თითებში ჩარჩენილი თითების სითბო
შენი.
და თვალები ჩემი-მასივები,
ფართო კედელზე შენს სიზმრებს ასხივებენ,
ქუჩა-ქუჩა რომ ძველი თოვლივით იდო.

და განცდაა,ლამის შეჭამოს სხეული
და სურვილია ისევ სადმე გაქცევის.
ნაპირებია ეგ თვალები.(მოქცევა).
სხვადასხვა სიზმრებიდან ამოხეული.

ამინდია,მძიმე.(და მე.ცარიელი,
როგორც მიტოვებული, ძველი საწყობი.)
ქაღალდისგან გავაკეთე თოლიები...
წვიმს.


ნაყინივით ჩამომადნა განწყობა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →