შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არასერიოზული მე #3

სანდრე 10 წლის წინ
*
რას გაუგებ ამ ბეღურებს,ჩემს ფანჯრებთან რომ სხედან,
მათ რა იციან,რომ მეც მათსავით მშიერი ვარ
და ტკივილებს ვკენკავ.
(შიმშილისგან რომ არ გარდავიცვალო).
*
წუხელ მომაკვდავი ვიყავი.
ვფიქრობ კი არა,
მამის ლოცვებმა გამომაცოცხლეს.
და მაშინ პირველად ვიწამე
ასე ძლიერ მამა.
*
და მაინც,რას გაუგებ ამ ბეღურებს,ჩემს ფანჯრებთან რომ სხედან.
ათასნაირი ბალახებით გაბრუებული,
ავიღებდი ფურცელს და ფანქარს
და მახინჯ ჩიტებს ვხატავდი.

ასეთია დღეს თავისუფლება.
*
ბოლო პერიოდს,წამითაც არ ვშორდებოდი ფანჯრებს.
მეგონა ერთ დღესაც შენც გამოყვებოდი,
ჩემი ფანჯრის-ბეღურა მცველებს.
მორიგეობით რომ ერთმანეთს ენაცვლებიან.
*
გული კი მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება.
ერთხელაც რომ ვერ ჩაგეხუტე ისე-
როგორც მჩვევია ხოლმე,
(არასერიოზულს..)
*

რას არ ვფიქრობ,
(ამ ფიქრებთან ერთად რას არ ვეწევი)

და მაინც,რას გაუგებ ამ ბეღურებს,ჩემს ფანჯრებთან რომ იხოცებიან.


28.04.14
Laravel

კომენტარი

1
ელგუჯა მარღია ჟურნალისტი, პოეტი, მთარგმნელი დონე 1 · ახალბედა 10 წლის წინ
დიდებულია...მინიმალური ჩარევა უნდა...:)
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →