შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

Dream

სანდრე 10 წლის წინ
.
მე სანდრე ვარ..
შენი სიზმრისეული მეგობარი.
მე კეთილი თვალები მაქვს.
(ხშირად მეუბნებიან ხოლმე).
იცი? წუხელ მეც დამესიზმრე.
ჩვენ მივდიოდით...
მივდიოდით ერთი მიმართულებით,
ერთი მიზნით.
საკუთარ თავებს გავქცეოდით.
.
შენ ამბობ რომ გზაში გინდა იყო,
მაგრამ არ გინდა არსად წასვლა.
მე ყველგან წავიდოდი შენთან ერთად.
.
წვიმა მიყვარს მე.
თბილი წვიმა.
ზაფხულის წვიმა.
ქუჩაში მტვრის სუნი.
და მტრედები,მიმოფანტული აქაიქ.

ჰო,
მე სანდრე ვარ.
შენი ახდენილი სიზმარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →