შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

Autumn without you

სანდრე 10 წლის წინ
ეს ღამე ახლა წვიმის პირია
და ჩაცვენილი ჩემი თვალები,
როცა შენს თვალებს ასე ტირიან,
შენ ქარებივით მიიმალები.

წვიმა კი რეცხავს მტვრიან ტერასებს,
ეს-ჩემი საყვარელი მომენტი.
და თუ ძვირფასო გაინტერესებს,
მე დღეს იმდენად...ისე მომინდი..

ცა იყო მუქი,თან უფრო სადა,
(როგორც სჩვევია წვიმის პერიოდს.)
და დედამიწა პეშვებით სვამდა,
რაც ცას წვეთები დაუქცევია.


ფოთლები თოვდა და ხანაც წვიმდა
და შემოდგომა იდგა მუხლებზე.
იმ ჭადრის ძირას ლექსები იწვა,
წუთის წინ ქარმა რომ წაუხემსა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →