შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

Autumn (არასერიოზული მე)

სანდრე 10 წლის წინ
ექსპრომტი
__________


ეს შემოდგომა ამ ქუჩის ბოლოს
ასფალტზე დაწვა,დახუჭა თვალი.
თან საკვამურებს ახრჩობდათ ბოლი
და ანტენებთან ჩხაოდა ყვავი.

გაჩერებასთან ხუჭუჭა გოგო
ჟღალი ტუჩებით სიგარეტს ქაჩავს.
მინდა ეგ თმები გვირილით მოვრთო,
ხედავ?სიყვარულს ნელ-ნელა გაჩვევ.

და ქუჩის ბოლოს ეს შემოდგომა-
ყელგამოჭრილი,იპოვეს მკვდარი.
სახურავებზე ფოთლები თოვდა
და ანტენებთან ჩხაოდა ყვავი.





11.10.2014
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →