შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ციკლიდან “ქარწაღებულები”

სანდრე 2 წლის წინ
ტალღებს აზვირთებულს, ზღვა რომ მოაქანებს,
თითქოს ცოფიანი,ქუჩის ძაღლებივით.
წელში მოიხარა ჩემი იალქანი,
ქარის დახმარებით.
თუ კი გადავსერე,ლურჯი ჰორიზონტი,
ქარმა თუ მაცადა შენთან მოსვლა.
აყეფებულ ტალღებს, ზღვა თუ მომაზომებს
თუ მოვასწრებ ლოცვას.
ლოცვა ამინდს დააწყნარებს,
ღრუბლებს როცა
გადაწმინდავს სულ სხვა მხარეს, ზეცას გახსნის,
გამოჩნდება ვარსკვლავები, გზები - სახლის.
გზები შენი.
ტალღებმა რომ დამიკოცნა.
ლექსებს,ზღვაში გიგროვებდი,დანაპირებს.
მშია შენი ჩახუტება. ტკბილი ტუჩი.
გავცდი უკვე გავერიდე სხვა ნაპირებს.
ტალღით მოვქრი, ასე შლეგი ასე ურჩი.
დამხვდი ყვითელ შემოდგომას.
სახლში დამხვდი.
ფიქრიც თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო.
ნუ იდარდებ ბილიკებზე,ფოთლით დაყრილ,
ქარი ფოთლებს შეაგროვებს სათითაოდ..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →