შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უფერობა

შემეყარა სენი განუკურნები
მარტოობამ ჩემში დაისადგურა
და მიქრება ფერთა აღქმის უნარი
გამარჯობატ უფეროთა ქვეყნიდან.
დღე და ღამის განსხვავება ვერ ვპოვე
შავ-თეთრია მზის და მთვარის ფერები
ცისარტყელამ გადმომხედა ზევიდან
გადმოყარა მხოლოდ რუხი ცრემლები.
გაზაფხული შემოვიდა ქალაქში
ფანქრით ხელში ბავშვი მიდის ქუჩაში
აფერადებს მინდვრებს ჭალებს ყვავილებს
მიბრუნდება ფერთა აღქმის უნარი.
იქ კი სადაც უერთდება მიწა ცას
როცა მარტომ მარტოობა ვიგრძენი
მელნის გული მშინ გაუფერულდა
როცა ღმერთი ბედისწერას მიწერდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →