ჩანაწერი
Laravel
შემოდგომა
მზე ისევ ისე ანათებს ალბათ
მაგრამ ცოტათი გვიან ამოდის
და ცას უხდება ლოდინი მისი
რომ კვლავაც დატკბეს ძველი ალერსით
ცაზე ღრუბლების მთელი კამარა
უსასრულობის გზაზე დამდგარი
ნელა მიცურავს ცისფერ ტალღებში
ურიცხ ვარსკვლავით გარშემოტყმული
თურმე შეცვლილა ჰაერის გემო
და ქარსაც თურმე უცვლია მხარი
ხეებსაც სულის სიშიშვლე დაატყდათ
ფოთლები ცვივათ შემოდგომაში
მოწყენილობა სუფევს სოფელში
ბავშვის არ ისმის სიცილ-ტირილი
აქ აღარ გაჰქუხს თოფი სარკმლიდან
არც შეძახილი ბიჭია ბიჭი
მინდორს აღარ ხნავს ძველი გუთანი
და არც ხარების ბღავილი მესმის
ოო როგორ მინდა შევიგრძნო წამით
ახალი მიწის ჟიმჟამი ორთქლი
გადაკარგულა გლეხის სიმღერა
ან ის ხალისი ის სიხარული
მუშაობისას შრომულის თქმა და
ბედნიერების თვალებზე ცრემლი
აქ ახალ მოსულ თოვლის ნამქერზე
ახალგაზრდობის არა ჩანს კვალი
ჩამკვდარა სული გუშინღამ თურმე
როცა დახურეს ღმერთის სახლები
უსაზღვრო ძილში ვირთვებით ნელა
მზე ისევ ისე ამოდის ცაზე და
აღარ რეკავს მთიდან ზარები
გასაღვიძებლად არ გვიხმობს ღმერთი
მაგრამ ცოტათი გვიან ამოდის
და ცას უხდება ლოდინი მისი
რომ კვლავაც დატკბეს ძველი ალერსით
ცაზე ღრუბლების მთელი კამარა
უსასრულობის გზაზე დამდგარი
ნელა მიცურავს ცისფერ ტალღებში
ურიცხ ვარსკვლავით გარშემოტყმული
თურმე შეცვლილა ჰაერის გემო
და ქარსაც თურმე უცვლია მხარი
ხეებსაც სულის სიშიშვლე დაატყდათ
ფოთლები ცვივათ შემოდგომაში
მოწყენილობა სუფევს სოფელში
ბავშვის არ ისმის სიცილ-ტირილი
აქ აღარ გაჰქუხს თოფი სარკმლიდან
არც შეძახილი ბიჭია ბიჭი
მინდორს აღარ ხნავს ძველი გუთანი
და არც ხარების ბღავილი მესმის
ოო როგორ მინდა შევიგრძნო წამით
ახალი მიწის ჟიმჟამი ორთქლი
გადაკარგულა გლეხის სიმღერა
ან ის ხალისი ის სიხარული
მუშაობისას შრომულის თქმა და
ბედნიერების თვალებზე ცრემლი
აქ ახალ მოსულ თოვლის ნამქერზე
ახალგაზრდობის არა ჩანს კვალი
ჩამკვდარა სული გუშინღამ თურმე
როცა დახურეს ღმერთის სახლები
უსაზღვრო ძილში ვირთვებით ნელა
მზე ისევ ისე ამოდის ცაზე და
აღარ რეკავს მთიდან ზარები
გასაღვიძებლად არ გვიხმობს ღმერთი
Laravel
კომენტარი
0