შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნეტა,ის ლექსი დამაწერინა

საოცარია, ვარსკვლავები რომ
ეგებებიან დაისს ცერებით,
მინდა ლექსივით გაგანებივრო,
ჩემი ხელით, რომ დაიწერება.

მოსჩანს კანივით დაბალ წვერიდან,
ნისლში ჩაცმული შენი ყვარელი,
ნეტა ის, ლექსი დამაწერინა,
ლექსი, რომლითაც შემიყვარებენ.

რადგან ცხოვრების ბოლო ტიხარი,
მაინც მძიმეა, თან წერტილია.
ლექსი, რომელსაც ასე შევხარი,
ვაითუ, უკვე დაწერილია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →