შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თეთრი იასამანი

დასნეულდა სამანი, არ სჩანს იას ამანი,
ლაჟვარდ ციდან მოფრინავს, თეთრი იასამანი.
მონავარდობს სანამ ის, სევდიანად სანამი,
ამანათი ანათებს, ანებივროს ამან ის.
აი ია-სამანი, მოჩანს აია სამნე,
სანამ დაჭკნა ქვეყანა, მანამ აიასამნე.
დამრჩა მინდი შენდამი, წმინდა სიტყვას ენდე მის...
საქართველოს ედემი- ანგელოსთა ენდემი.
პირზე ხელს ავაფარებ, ვფიქრობ გნიასს ამ ნებით,
შავ შუშაბანდს შევმოსავ მშვენი იასამნებით.
ვარდის ნამავთულხლართმა, ავნო იას ამანო,
მორთე მიჯნა, სამანი თეთრო იასამანო.
აი ია-სამანი, მოჩანს აია სამნე,
სანამ დაჭკნა ქვეყანა, მანამ აიასამნე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →