შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მიხაკი (მიხა ხელაშვილს)

მტანჯველის ტიტულს იტევს მიხა კი,
ებრძვის ტირანებს შეფიცულებით.
ატირდა გულზე ტიტეს მიხაკი,
პოეტებს გვიკლავს შეფი ცულებით.

შეფმა ნამგალი აკარა(ააკრა) ცულად,
რომ გერბის გამო მიხა გერბიათ
და მეგობარი არაკაცულად,
თებერვლის ყვავზე მიხარბებია.

გვერდებს წითლების არმია გვიხრავს,
არვინ დამინდო, არვინ მიხათრა.
მიხარია ხან არ მიხარია...
ტატუს გარეშე მინდა მიხატვა-

- გულში მიხასი.

პოეტ პოეტიშვილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →