შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მით.ხარი

მითის ამინდმა მივნო ტაროსი,
ლაბის ლაბირინთს ითხრის მით.ხარი.
დედით კოლხია მინოტავროსი,
მითოლოგიამ მითით მითხარი.

კრეტა,კოლხეთი,მითი თებეთი,
მინოსის გვერდით დედალოსია.
თქვენ რაღას მეტყვით მითითებებით
თუ პასიფაეს დედა ლოსია?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →