შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თებერვლის ღამე

სულში თებერვალმა მოაცია
ღამე ისევ ლექსით ვილოთავე,
მთვარის აღარ ველი ოვაციას,
მზესთან არ ყოფნას რომ მილოცავენ.

გული უგულობამ დაისხლიტა.
კუთხის მიწუნებენ კოლოკავებს...
ფიქრმა ღამეები გამიხვრიტა,
დღისით ჩემზე ბრჭყალებს ილოკავენ.

ქარებს სიოები დავადევნე,
მიჰქრის ვერ ვეწევი ნაბიჯებით.
ფეხზე ცუნამები არ მაყენებს,
ზღვაში შემისრუტეს ნაპირებით.

რითმა ჩემი ლექსის ატრიბუტი...
რატომ დამიშალეთ ილიონი?
კოცნა მხურვალე და ბატიბუტის-
მტანჯავს დღეს არ კოცნა მილიონი.

მთვარის აღარ ველი ოვაციას,
მზესთან არ ყოფნას რომ მილოცავენ.
სულში თებერვალმა მოაცია,
ღამე ისევ ლექსით ვილოთავებ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →