შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კვაზი

თითქოს ბევრისთვის კვაზი- ცოდო ვარ,
გამომივიდა ლექსი კუზივით.
მე, კუზიანი კვაზიმოდოვარ,
გამოვირჩევი ექსკლიუზივით.

ო, სიყვარულო არდანახვითო,
მაინც იწყები, მერე ალდები.
ხანდახან მირჩევ, არადანს ხვითო,
და რად მიწუნებთ ესმერალდები?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →