შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბანა.

ატირდებიან ანგელოსები,
რომ ცისნამებით ნამონ ასტრალი.
გულს გიზვარაკებ ან გელოსები,
რომ ფეხზე დადგეს ნამონასტრალი.

ჩამონგრეულა მრგვალი გუმბათი,
ჯვარიანი და ჯავარიანი.
აგოგმანდებდა გონი გუმანით,
გულნაღლიანი, თვალჯავრიანი.

დამბრუნებელი ამის ვინ არის?
მთვარემ მახეში გააბა ბანა.
ზარის ხმაურმა ჩქამი მინარის,
ააბორგა და გააბაბანა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →