შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გრაცია

მე, უკვე ვცხოვრობ პოეზიაში,
რუსთავში ცხოვრობ ჩემი გრაცია.
მართლა არ მინდა პოეზი, აში.
შენს გულში მინდა ემიგრაცია.
თითზე მოგარგე მზე შემოდგომის-
-ბოლო ფოთოლი გრაციოზულად.
ცად აგაცილებ მე შენ შემდგომი,
მთვარე გამბადრე გრანდიოზულად.
ციურ მზეს ტანზე სურო გაცვია,
მიყვარხარ გავიკრინტე გრაცია.
გულს მოეშალა სუროგაცია
და შენთან მინდა ინტეგრაცია.
მართლა არ მინდა პოეზი, აში.
შენს გულში მინდა ემიგრაცია.
მე, უკვე ვცხოვრობ პოეზიაში,
რუსთავში ცხოვრობ ჩემი გრაცია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →