შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბანოვანი

ბნელა, ბანაობს და ბანოვანით
აბაბანდება აბანო ვანით.
"ბაბნიკის" ბანი თუ ბაბანიკი,
წერო ხოხობთან ბუდ დაბანაკდი.
პომადის ჯაჭვი მასხი კოცნებით,
ავაჭიკჭიკებთ ჭუკჭუკს ვანიდან.
ათინათივით გასხივოსნდები,
ტიტველი ტანით ჭუჭრუტანიდან.
შიშველი იშვი,ქაფში,ღრუბელში,
ხედავს, განიცდის რასაც ამური
ცოდვით შევყავით თავი უღელში,
ცოდვა ყოფილა რა სა(ღ)ამური.
პოეტ პოეტიშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →