შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ალილო

გუმბათებზე თოვლია,
დაბალ ადგილს ა, ლილო.
სულიწმინდის თოლიავ,
ჯვარზე დასვი ალილო.
იკრიბება სამრევლო,
სამხმიანი გალობით.
მიხმობს თეთრი სამრეკლო,
ცრემლებს ვიჭერ თვალბოგით.
ვაზის ცრემლი ნინოს სდის,
ეკიდება ალი ლოსს.
ვარსკვლავური სინოდი,
მზეს უგალობს ალილოს.
მზის ლაჟვარდით ტაბიძე,
მინდა მთვარე გალილო.
ჯვარედინ გზით ტაძრისებრ,
მოვალ , მომყავს ალილო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →