შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სხვა სიყვარული

ეშმას აირჩევს მასხარა ფერვით
და ღმერთმა უწყის, ვის რა ყული ჰყავს.
სხვა არაფერი,სხვა არაფერით,
უსიყვარულო სიყვარული მკლავს.
ქოფაკი ძაღლი ცად მიბურძგნილი,
მიყმუის ახლა-კარავი ნიცის.
არც სიყვარული, არც სიძულვილი,
ვიცი ჩემსავით არავინ იცის.
არ შემიძლია რიყვა სულისა,
მაქვს მაჟორული გამა გულისა,
რომ ერთგულებამ სიყვარულისა,
ავი ძაღლივით გამაგულისა.
უამბორო ცას სცივა ლალებზე.
ლიახვებს ვლახავ ხავსი მხარულით?!
ახლა პოეტის სივალალეზეც,
უნდა იფიქრო სხვამ სიყვარულით (სიხარულით)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →