შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ანასტასია

ფიქრის კვარი და წიწვი იმედის,
ნატვრულ ტატნობზე ასატანია.
ცამაც იცოდა, დღეს იწვიმებდი,
ანგელოზურად ანასტასია.

ჩემი დაკარგვის ნუ გეშინია,
ათას მეორე ღამეს ურჩები.
ნუშიდან მოაქვს ნუგეში ნიავს,
ქარიშხალივით არ მეურჩები.

ნამგალა მთვარე ეფლო უწიხლოდ,
ყვითელ მზეს თოვლით მომიცილებდით.
და წამწამებში წრფელო წუხილო,
წყაროს წყალივით მოწინწილებდი.

ქარის თარეში მიმოხრის ალვას,
შენ პირველ ნაბიჯს თხელ ხელს არ მიკრავ.
სეფისკვერივით, სიცოცხლის ლავაშს,
გულის თონეზე კოცნით ჩამიკრავ.

გადმომიხდება წინ ბოცომკალი,
გადმოისკუპებს უკან კალია.
კუნაპეტ ღამით ისე მომკალი,
კანდელს უკუნში უკანკალია.

"მე შენ მიყვარხარ"ანგრევ ლოზუნგით
ეს ასატანი სატანასია.
მზის ავგაროზი ანგელოზური,
მთვარით გიფარავს ანასტასია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →