ჩანაწერი
Laravel
სპეკალი
გცვივა ზურმუხტები თვალებიდან,
შენში ხელუხლები ფირუზია.
კოცნა გაიმეტე ლალებიდან,
გიშერს ჩამოგვარცხნე ილუზია.
გულზე გიკიდია საფირონი,
მათრობს წყალი- პეშვში ამეთვისტოს.
ცაში ვერ ისვენებს ბაირონი,
უნდა სიყვარულით ამეთვისოს.
ღიმილს ასხივოსნებ ბროლებიდან,
ყელზე ისპეტაკებ მარგალიტებს.
მსგავსიც ,რომ არა გყავს ტოლებიდან,
წრიდან არ გავცდები ფარგალიტებს.
ადრე იძინებდა - გული ნანით,
დღეს კი მთვარე მჩხვლეტავს ეკალითა .
თვალს არ მახუჭვინებ კულინანით
და სხვა უთვალავი სპეკალითა.
კოცნას გავიყოლებ ლალებიდან,
გიშერს მოგაშორე ილუზია.
გცვივა ზურმუხტები თვალებიდან,
წამო ღმერთთან ახლოს ფირუზია.
შენში ხელუხლები ფირუზია.
კოცნა გაიმეტე ლალებიდან,
გიშერს ჩამოგვარცხნე ილუზია.
გულზე გიკიდია საფირონი,
მათრობს წყალი- პეშვში ამეთვისტოს.
ცაში ვერ ისვენებს ბაირონი,
უნდა სიყვარულით ამეთვისოს.
ღიმილს ასხივოსნებ ბროლებიდან,
ყელზე ისპეტაკებ მარგალიტებს.
მსგავსიც ,რომ არა გყავს ტოლებიდან,
წრიდან არ გავცდები ფარგალიტებს.
ადრე იძინებდა - გული ნანით,
დღეს კი მთვარე მჩხვლეტავს ეკალითა .
თვალს არ მახუჭვინებ კულინანით
და სხვა უთვალავი სპეკალითა.
კოცნას გავიყოლებ ლალებიდან,
გიშერს მოგაშორე ილუზია.
გცვივა ზურმუხტები თვალებიდან,
წამო ღმერთთან ახლოს ფირუზია.
Laravel
კომენტარი
0