შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ქარის მოტანილი ლექსი

დაქრის, ქირქირებს ნაზად, ეულად
ფანჯრის მიჯნაზე ქვრივი ქარი ზის.
შიგნით შემოდის ანაზდეულად,
სურს ამოვსება ქირით ქარიზის.
ამ ლექსს ქირქირით ქარი მოიტანს
უკან არ მიაქვს სიო, ნიავით.
მთვარის მედალი მთვარის ნომინანტს,
პოეტის სული სიონივითა.
ნუღარ გამქუსლავ ქურან აქ, ნარით...
მესა მომესმა მე საჩქარონი
აქანავდება უქნარა ქნარი
რომ სულს წაიღებს ჩემსა ქარონი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →