შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ნინოს

გულის ეზოში ავი ძაღლივით,
მსურს ქერა თმებით დამაბა ნინო.
ცამ დაიმორცხვა თავი ბალღივით,
რომ შენგან პირი დამაბანინოს.

ვიფიქრე გვერდში შენ ამოგიდგე,
გაიხსნა ლექსის სეზონი ციდან.
ლურჯი კალამი მზემ გადმომიგდე,
მუზის მაძებარს მეზონინიდან.

მე აღარ მაზღვევს ყვავი, ირაო,
მომეც იმედით ნინო პოლისი.
სჯობს პარასკევი გავიკვირაო,
და ჯვარი ვიყო ღვინოპოლისის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →