შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ფლორენცია

მე ვენეცია,შენ ფლორენცია,
შენს გამო შტატმაც რომ იფლორიდა.
მართავ ყვავილთა კონფერენციას,
რომ გითვალთვალებს რომი შორიდან.

თეთრი მთებიდან შორს ვიქ(ხ)ედები,
ლაჟვარდებს ვეტრფი სპეტაკ ფერიდან.
მთვარიდან მომაქვს ორქ(ხ)იდეები,
რადგან მედიჩობ ეკატერინა.

შენ თავს იფიცებს ჯვარი უფიცი,
ვარ სიყვარულის მფლობელციერი.
შენი ნატურა ჯავრი უფიცის,
მწვავ ვენეციელს- ფლორენციელი.

მიმიყვანს ტრფობის არსამდი არნო,
კილვატერში სდევს ეს კატერი ნავს.
მე ტიტანიკი არსამდინარნო,
შენ აისბერგი ეკატერინა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →