შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რენეგატი

ქარიშხლის წამებამ მოღალა ტყე,
მწყერს უხმობს შორიდან მოღალღატე.
პოეტის გამცვლელი მოღალატე,
ეგონათ ერთგული მოღალატე.

შავი ზღვა შავ ამბებს მოატალღებს...
დამადეს მდინარის ღალა ტობის.
გეკუთვნის პოეტის მოღალატე,
იუდას პრემია ღალატობის.

გაშავდა ვარდების მორგულობა,
უღრმავე ღალატით შრე ნეგატივს.
გიყვარდა შენ უფრო ორგულობა,
რომ გახდი ერთგული რენეგატის.

/პოეტ პოეტიშვილი/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →