შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ორფეოს

ელვა გადამექცა ჰიპნოზად,
ვნახე ლუციდური მორფევსი.
ციდან მეზმანება სპინოზა,
ხოლო მთვარით ხელში - ორფევსი.

ლექსი აკავშირებს ორ სფეროს...
არ სცნობს პოეზიას ბევრი კიდევ.
ქნარით ჩემში აღსდექ, ორფეოს,
ექოს არ მიბრუნებს ევრიდიკე.

/პოეტ პოეტიშვილი/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →