შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პოეტი მთვარე

ფეხისწვერებზე მთვარე შემდგარა
და პოეტივით დაიარება.
ზეცას ზმანება არემედგარა,
აბედმა კვესთან არ იაბედა.
ხელში ლურჯ კალმის აკანკალება,
სისხლს არ მითეთრებს, არა, ჭაჭა მვნებს.
გულს ოთხი მხრიდან საკანრკალება,
რომ შიგნით სხვა ქალს არ აჭაჭანებ.
მთვარე მოისხა სიყვარულის ხემ,
ოთხი სეზონი ამიყვა ვივალდ.
ანგელოსს ხელში ვიყვან უხილველს,
რადგანაც ლექსში ამიყვავილდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →