ჩანაწერი
Laravel
გადმოსალახი
მთელი ზამთარი თარით ისე თრთის,
ვთრთოდით თოვლივით თეთრი თითებით.
თანამგზავრი ხარ მთვარის სითეთრის,
თეთრი თვეების თევით ვირთვებით.
ჩვენს შორის გადე ხიდო ვიზიტი,
მდინარევ მომეც, პატარა სასო.
უნდა გავხადოთ დიოფიზიტი,
ხვალ სიყვარულის საპაატასო.
როგორ არ უნდა მექო სამრეკლო,
ხმა მინარიდან, ხვალ აზანია.
კახეთ-ჰერეთის ექომ ამრეკლოს,
გადმოსალახი ალაზანია.
ვთრთოდით თოვლივით თეთრი თითებით.
თანამგზავრი ხარ მთვარის სითეთრის,
თეთრი თვეების თევით ვირთვებით.
ჩვენს შორის გადე ხიდო ვიზიტი,
მდინარევ მომეც, პატარა სასო.
უნდა გავხადოთ დიოფიზიტი,
ხვალ სიყვარულის საპაატასო.
როგორ არ უნდა მექო სამრეკლო,
ხმა მინარიდან, ხვალ აზანია.
კახეთ-ჰერეთის ექომ ამრეკლოს,
გადმოსალახი ალაზანია.
Laravel
კომენტარი
0