შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ხოხობი

მედეას ხო და დაგვრჩა ხო- ხობი,
ცერად დაყურებს აიას ონი.
მიჰყვება კოლხი არ ჩანს ხოხობი,
არგო, საწმისი და იასონი.
შეეხმიანა მითი ლეგენდას,
სამოთხის ფრინველს სდევდა მიმინო.
თბილისს ედემად მითითებენ და
ვერ გავიმეტებ შენდამი მინორს.
ღორმუცელობა მადას ერია,
თვალი სატირლად ჩამხობილია.
გული მეთუთქვის სადაც წერია,
რომ მენიუში ჩახოხბილია .
/პოეტ პოეტიშვილი/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →