შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მიჯნურის აჯა

ჯვარი სწერია მიჯნურის აჯას,
მუზა მეწვია მრავალრიცხოვნად.
მთვარის ბორკილით მიკრავენ მაჯას,
დააპატიმრეს მთავარი თხოვნა.
ვდუმვარ. ვადიდებ მუდმივ მუდარას,
დროა, ახდენა დაგყვეს ვედრებას.
შინ უშენობამ შუბით მმუსრა და
სხვის სახლში ხილვა დაგვეყვედრება.
ძეწნას ნაწნავში მთვარე ჩაეწნა,
იანვრის თოვლი მიწას დალუქავს.
ბამბის ფიფქებით დავხვეწავ ხვეწნას,
რომ წიგნზე წიგნი იწვა სალუქად.
სიყვარულს უკვე არ ვეკურნები,
შენ აჩრდილებზე ხვევნით ვბერდები.
შენ გარდა სხვა ქალს არ ვენუკვები...
თხოვნით,მუდარით,ხვეწნით, ვედრებით.

პოეტ პოეტიშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →