შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გალა კონცერტი

მესმის რადიოდან მეტალიკა,
მე , კი მირჩევნია ნაზარეთი.
რომ გულს ტყვიისფერი მეტალი კლავს,
ვიცი ვერ მიშველის ლაზარეთი.

რადგან გემოვნებას არ დავობენ,
ხშირად ჩართული მაქვს მორიკონე.
ახლა სიყვარულზე ღადავობენ,
ერთხელ ლექსებში, რომ მოვიგონე.

ლექსით სინატრასფრად გავაჯაზე...
ღამე არ მაძინებს ელვის პრესლი.
ქუხს და ამინდიც ვერ გავანაზე,
მომხდა საგულეზე ელვის გესლი.

მესმის ,მე მოცარტის - რექვიემი!
ქალავ დამიტირე მერქვი ჩემი.
ჩემს ფირს საუნდრეკი მორიკონეს,
ვიცი ბევრი ასე მომიგონებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →