შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ღამდება

ოთარ ჩოგაძე 9 წლის წინ
ღამდება. მთები ჩანს ფანჯრიდან,
ვერტმფრენი კორპუსებს ჩაუვლის,
არ ვიცი რა მსურდა, რა მრჯიდა,
მეგონა დამღლიდა ხმაური.
მეგონა რიგები შეგვცვლიდა
პურის და მარილის... სიცივე...
მე მგონი უბრალოდ შემცივდა,
მე მგონი ამაღამ იწვიმებს.
მეგონა წარსულში დავტოვეთ,
წარმოთქმაც აღარ მსურს-- ღალატი,
უბრალოდ მე ისევ მარტო ვარ,
უბრალოდ მომწერე ხვალემდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →