შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე ოთახში ვარ

ოთარ ჩოგაძე 9 წლის წინ
მე ოთახში ვარ, მთვარე რაფაზე,
მთელი სამყარო ფეხზე მკიდია,
ჩანს სათანადოდ ვერ დავაფასე
და ვარსკვლავები ჩემგან მიდიან.
მინდა დამთავრდეს, გათავდეს, მორჩეს,
დღეებიც, ღამეც, ტკივილი ყველა,
დღეს ჩვენს ქუჩაზე ხეები მოჭრეს,
მე კი ვერაფრით შევძელი შველა.
მე ვერც საკუთარ გრძნობებს ვუშველე,
მოტყუებული დავრჩი ქალაქით,
სადაც ბიჭები ფრანებს უშვებენ
და მუსიკაზე სურთ ლაპარაკი.
მე აღარა მსურს გამოვიგონო,
შენით სიგიჟე, ან უშენობა,
იქნებ ეს სევდაც თან ჩაიყოლონ,
ჩამოქცევისას ცათამბჯენებმა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →