ჩანაწერი
Laravel
მომენატრება შენი ალერსი
მომენატრება შენი ალერსი,
მერე მკვდარი მე რომ გავლექსე;
მერე ზედმეტად ჭრელი მარაო,
პეპლის ფრთასავით როცა ქანაობს;
მერე ქალაქი ზღვასთან ნაგდები,
განთიადისას როცა ლაგდება
მე არ ვიცვლები, მე ვარ უხეში,
რადგან არსაით არის ნუგეში,
რადგან მთვარე ოდნავ დახრილი,
ვერ შევიცვალე და ტალახივით
დავრჩი ცივი და ასე უგვანო.
იქნებ არავინ არც შემიყვაროს,
ან იქნებ ეს დღეც გამოვიგონე
და ახლა რომ ვწერ, ამ სუსტ სტრიქონებს ,
არ წაიკითხავს იქნებ არავინ,
იქნება ვნებებს მიტომ მალავენ,
რომ ყოფნას შერცეს უბრალოდ აზრი,
რომ არ აღმოვჩნდეთ გარეთ ღირსების
და თქვენი სული თუ აღივსება
მიმტევებლობით...
შემინდეთ ცოდვილს!
მერე მკვდარი მე რომ გავლექსე;
მერე ზედმეტად ჭრელი მარაო,
პეპლის ფრთასავით როცა ქანაობს;
მერე ქალაქი ზღვასთან ნაგდები,
განთიადისას როცა ლაგდება
მე არ ვიცვლები, მე ვარ უხეში,
რადგან არსაით არის ნუგეში,
რადგან მთვარე ოდნავ დახრილი,
ვერ შევიცვალე და ტალახივით
დავრჩი ცივი და ასე უგვანო.
იქნებ არავინ არც შემიყვაროს,
ან იქნებ ეს დღეც გამოვიგონე
და ახლა რომ ვწერ, ამ სუსტ სტრიქონებს ,
არ წაიკითხავს იქნებ არავინ,
იქნება ვნებებს მიტომ მალავენ,
რომ ყოფნას შერცეს უბრალოდ აზრი,
რომ არ აღმოვჩნდეთ გარეთ ღირსების
და თქვენი სული თუ აღივსება
მიმტევებლობით...
შემინდეთ ცოდვილს!
Laravel
კომენტარი
0