შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გადი მომშორდი

გადი მომშორდი.
ფიქრო არ მინდა მიმიღო შენად,
მოუცილებლად არ დამტოვო
და დამიკარგო გზა გადარჩენის.

გადი მომშორდი.
იქნებ სუნთქვებიც
რეგულარულ და მწყობრ რელსებად
დალაგდნენ ტანში
და ეს დარდებიც შენ რომ იწვევ
და რომ საგრძნობლად
უკვე დამეტყო ხორხში და ხმაში

სადღაც წავიდნენ.

მე ხომ ახლა რაღაც სხვა მინდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →