შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დედა

დედა

ღამეა ,ისევ ბნელა...
ფიქრები სულში მაწვიმს,
გადავექეცი მდევრად
ჩემი ბავშვობის აჩრდილს......
გადუცრეცია სევდას
თოვლში ნაბიჯი ქალის,
აღარსადაა დედა,
აღარსადაა კვალი....
უსასოობა ისევ,
მდუმარე მინა მარჯვნივ,
გადაცრეცილი სივრცე,
და მრავალმხრივი კარი.....
...ღამე...სიჩუმე...სევდა...
სადღაც გამქრალი კვალი...
ვერ მივაკვლიე ჯერაც
ქარის დამალულ ნაბიჯს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →